მომხმარებლის ხელშეკრულება

ხელშეკრულებაქიქშეარინგი იჯარითგადაცემისშესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება ელექტროსკუტერის იჯარით გადაცემის შესახებ (შემდგომში “ხელშეკრულება”) გაფორმებულია ერთი მხრივ, შპს «Togo Georgia» (Togo Georgia, LLC) No 444552315 (შემდგომში “მეიჯარე”) და მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის, ერთობლივად წოდებული როგორც “მხარეები”.

1. ტერმინთაგანმარტება

მომხმარებელიიურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა რეგისტრაცია და ავტორიზაცია მეიჯარის ავტორიზებულ აპლიკაციაში ხელშეკრულების პირობების თანახმად.
ქიქშეარინგისმომსახურებამეიჯარის მიერ ავტორიზებული აპლიიკაციის მეშვეობით, უწყვეტ რეჟიმში, მომხმარებისთვის გაწეული მომსახურება, მოიცავს შემდეგს: (ა)მომხმარებლის წვდომას ავტორიზებულ აპლიკაციაში ასახული სკუტერის მონაცემებთან; (ბ) მომხმარებლის უფლებას, გამოიყენოს ავტორიზებული აპლიკაცია არსებული სკუტერის მოსაძებნად, დასაჯავშნად ან/და არჩევანის გასაუქმებლად, მომხმარებლის სურვილისებრ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; (გ) წვდომას და ქიქშეარინგის პირად გამოყენებას (სკუტერის გამოყენების შეზღუდვით სამეწარმეო ან/და სხვა კომერციული მიზნებისთვის) ქიქშეარინგის გაზიარების ტერიტორიაზე; (დ) სკუტერის დაყენება მეიჯარის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში მონიშნულ ადგილებზე; (ე) სკუტერის მდგომარეობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ავტორიზებულ აპლიკაციაში მითითებულ მონაცემებთან; (ვ) ხელშეკრულებით განსაზღვრული დამხმარე მომსახურების მიწოდება; (ზ)სკუტერის დაზღვევას; და (თ) ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით.
ქიქშეარინგისმომსახურებისტერიტორიატერიტორია, რომელიც ავტორიზებულ აპლიკაციაში მონიშნულია მწვანე ფერად.
პარკირებისზონატერიტორია – ავტორიზებულ აპლიკაციაში მონიშნულია სპეციალურად განსაზღვრული პარკირების ზონა, რომელიც მომხმარებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას სკუტერის პარკირების მიზნით, მას შემდეგ, რაც იგი დაასრულებს სარგებლობას.
ელექტროსკუტერიტრანსპორტირების საშუალება, რომელსაც მეიჯარე იჯარით გადასცემს მომხმარებელს მოკლევადიანი სარგებლობისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ავტორიზებულიაპლიკაციამეიჯარის მიერ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია ელექტრონული მოწყობილობებისთვის და გამოიყენება მომხმარებლის მიერ ქიქშეარინგის მომსახურებაში ჩართვის და ამ მომსახურებით სარგებლობის მიზნით.
ელექტრონულიმოწყობილობამომხმარებლის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ჩართულია ინტერნეტში და მუშაობს “Android”-ის ან “iOS”-ის ოპერაციულ სისტემაზე და შესაძლებელს ხდის მომხმარებლის მიერ ქიქშეარინგის მომსახურებით სარგებლობას ავტორიზებული აპლიკაციის მეშვეობით.
რეგისტრაციაელექტრონულ მოწყობილობაზე ჩამოტვირთული ავტორიზებული აპლიკაციით მოთხოვნილი ქმედებების დასრულება.
ავტორიზაციამომხმარებლის მიერ ქიქშეარინგის მომსახურებით სარგებლობის უფლების მოპოვება.


პერსონალურიინფორმაცია“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული, მომხმარებელთან დაკავშირებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია – პერსონალური მონაცემი და ბიომეტრიული მონაცემი.


დაჯავშნამომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკი „რეზერვაცია“ დაჭერა.
დაწყებამომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „ქირაობის დაწყება“ დაჭერა და სკუტერის გაღების შემდეგ, რაც უტოლდება მომხმარებლის მიერ სკუტერის ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრული მდგომარეობით მფლობელობაში მიღებას, რაც არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების გაფორმებას.
გაუქმებამომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „ჯავშნის გაუქმება“ დაჭერა.
გამოუყენებელიდაჯავშნადაჯავშნა, გაუქმების გარეშე, როდესაც მომხმარებელმა არ დაიწყო სკუტერის გამოყენება; ასევე, დაჯავშნა, რომლის დროსაც ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „დაჯავშნა” დაჭერის შემდეგ ღილაკის „ჯავშნის გაუქმება” ან „ქირაობის დასრულება” დაჭერის მომენტამდე არ ჩართულა ძრავი.
დასრულებამომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „ქირაობის დასრულება“ დაჭერა, რომელიც უტოლდება მეიჯარისთვის სკუტერის მიწოდებას.
ჩვეულებრივიგამოყენებამომხმარებლის მიერ სკუტერის გამოყენება სათანადო ყურადღებით და ამ ხელშეკრულების პირობების, საგზაო მოძრაობის წესების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და საჯარო და კერძო ინსტიტუტების მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაც ასევე, მოიცავს მომხმარებლის ვალდებულებას დაუბრუნოს სკუტერი მეიჯარეს იმავე მდგომარეობაში, როგორც იყო მომსახურების დაწყების მომენტში.
არაუფლებამოსილიგამოყენებასკუტერის გამოყენება ჩვეულებრივი გამოყენების ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მომხმარებლის ნებისმიერი სხვა ვალდებულების დარღვევით.
ტარიფისკუტერის გაზიარების მომსახურებისთვის მეიჯარის მიერ დადგენილი გადასახადი, რომელიც ასახულია ავტორიზებულ აპლიკაციაში.
საბანკოანგარიშიმომხმარებლის საკუთრებაში არსებული მოქმედი საბანკო ანგარიში, რომელიც გახსნილია ადგილობრივ ან უცხოურ კომერციულ ბანკში/საფინანსო ინსტიტუტში და უფლებას ანიჭებს მომხმარებელს განახორციელოს გადახდები, მეიჯარის მიმართ ქიქშეარინგის გაზიარების მომსახურებით სარგებლობისთვის პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რომელიც მიბმულია საბანკო ანგარიშზე.
პლასტიკურიბარათიმომხმარებლის მოქმედი საბანკო სადებიტო ან საკრედიტო ბარათი, რომლის მონაცემებიც მომხმარებლის მიერ შეყვანილია ავტორიზებულ აპლიკაციაში და გამოიყენება მეიჯარის მიერ ქიქშეარინგის გაზიარების ტერიტორიაზე მომხმარებლისგან შესაბამისი გადასახადების ჩამოწერის ან/და შეგროვების მიზნით.
ჩამოწერამომხმარებლის დამატებითი მიღების ან/და თანხმობის გარეშე საბანკო ანგარიშიდან ფულადი თანხების ჩამოწერა.


საგზაომოძრაობისწესებისაგზაო მოძრაობის წესდები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
საგზაოშემთხვევანებისმიერი შემთხვევა, რომელიც ასეთად არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით.
აღმასრულებელიორგანოებიაღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ასეთად არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით.
შეტყობინებამეიჯარის მიერ მომხმარებლისთვის ავტორიზებული აპლიკაციით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე გაგზავნილი შეტყობინება.
ვებგვერდიto-go.ge
ლარიქართული ლარი

თუ სხვაგვარად არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

2. ხელშეკრულებისძალაშიშესვლა

2.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

2.2. ავტორიზაცია მიჩნეულია დასრულებულად შემდეგი გარემოებების დადგენის შემდეგ: (ა) მომხმარებლის მიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე ავტორიზებული აპლიკაციის ჩაწერა; (ბ) მომხმარებლის ავტორიზებულ აპლიკაციაში რეგისტრაცია (ყოველგვარი ეჭვის არიდების მიზნით, მომხმარებლის რეგისტრაცია ავტორიზებულ აპლიკაციაში უთანაბრდება ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების მიღებას. ხელშეკრულების პირობების მიღება დასტურდება ავტორიზებულ აპლიკაციაში არსებული „ვეთანხმები ხელშეკრულებას ქიქშეარინგიიჯარით გადაცემის თაობაზე“ ღილაკის მონიშვნით. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დასრულება ნიშნავს ხელშეკრულების ხელმოწერას); (გ) მეიჯარის მიერ მომხმარებლის იდენტიფიცირება; (დ) ავტორიზაციის დასრულება, რაც დადასტურდება მეიჯარის მიერ მომხმარებლის ელ. ფოსტაზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით.

2.3. ავტორიზაციის დასრულება განიხილება, როგორც 2.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც იმოქმედებს და ძალაში იქნება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.

3. ხელშეკრულებისსაგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე მომხმარებელს უწევს ქიქშეარინგის მომსახურებას, ხოლო მომხმარებელი თანხმდება მიიღოს ასეთი მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3.2. ქიქშეარინგის მომსახურების სახეები განისაზღვრება ავტორიზებული აპლიკაციით, რომელშიც ასახული იქნება მომსახურების პირობები და ტარიფები.

4. განცხადებებიდაგარანტიები

4.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას მეიჯარის წინაშე, რომ ხელშეკრულების თარიღზე და მისი მოქმედების ვადაში:

4.1.1. შეასრულებს ხელშეკრულებით და ავტორიზებული აპლიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

4.1.2. მეიჯარესთვის მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის სრული, განახლებული და მოქმედი;

4.1.3. გააჩნია ხელშეკრულების გაფორმების და ქიქშეარინგის მომსახურებით სარგებლობის უფლება;

4.1.4 ცნობილია და ეთანხმება ხელშეკრულების ერთიანობას, ავტორიზებულ აპლიკაციასთან, დანართებთან და ნებისმიერ ცვლილებასთან/შეთანხმებასთან და აქვს სრული შეცნობა და იღებს, რომ ხელშეკრულების, ავტორიზებული აპლიკაციის და დანართების ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მეიჯარის მიერ ცალმხრივად ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და მომხმარებლის მიერ შესაბამისი შეწყვეტის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ასეთი ცვლილებები/შეთანხმებები სავალდებულოა მომხმარებლისთვის;

4.1.5. მეიჯარეს აძლევს უფლებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შეინახოს ან/და დაამუშავოს/გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია და მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მესამე პირებს, შემდგომი დამუშავების უფლებით გადასცეს ასეთი ინფორმაცია;

4.1.6. მეიჯარეს აძლევს სრულ და შეუზღუდავ უფლებას, მისი ერთპიროვნული დისკრეციის, ასევე, სკუტერის/მომხმარებლის/სკუტერიში მყოფი მესამე პირების ადგილმდებარეობის განსაზღვრის, შემოწმების, უსაფრთხოების კონტროლის, ადგილმდებარეობის და მოძრაობის განსაზღვრის მიზნით, დაამონტაჟოს, შეცვალოს, შეაკეთოს და გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა და აღჭურვილობა სკუტერიში და მის გარეთ;

4.1.7. გაეცნო ქიქშეარინგის მომსახურების ტერიტორიაზე, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის დროს, მოქმედ საგზაო მოძრაობის წესებს და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს და შეასრულოს ასეთი წესები;

4.1.8. ცნობილია ქიქშეარინგის მომსახურების ტერიტორიის გეოგრაფიული საზღვრები, არენდისთვის განკუთვნილი სპეციალური ზონა და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს ასეთ საზღვრებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის ნებისმიერ დროს;

4.1.9. ცნობილია პარკირების ზონის გეოგრაფიული საზღვრები და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს ასეთ საზღვრებს ქიქშეარინგიმომსახურებით სარგებლობის ნებისმიერ დროს;

4.1.10. ცნობილია არსებული გამოყენების სტრანდარტების მნიშვნელობა და იღებს ვალდებულებას ისარგებლოს სკუტერით ასეთი სტანდარტების შესაბამისად.

4.2. მეიჯარე აცხადებს და იძლევა გარანტიას მომხმარებლის წინაშე, რომ ხელშეკრულების თარიღზე და მისი მოქმედების ვადაში:

4.2.1. გააჩნია ხელშეკრულების გაფორმების და ქიქშეარინგის მომსახურების გაწევის სრული უფლებამოსილება;

4.2.2. ხელშეკრულებაში და ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული, განახლებული და ძალაში მყოფი;

4.2.3. გააჩნია ხელშეკრულებით ქიქშეარინგის მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი რესურსი;

4.2.4. სკუტერი შეესაბამება ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრულ მდგომარეობას.

4.3. მხარეთა განცხადებები და გარანტიები წარმოადგენენ სავალდებულო ხასიათის მქონე დებულებებს და მათი დარღვევა უტოლდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას.

5. უფლებებიდავალდებულებები

5.1. მომხმარებლის უფლებები:

5.1.1. მომხმარებელი უფლებამოსილია, მეიჯარეს მოსთხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

5.1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ქიქშეარინგიმომსახურებით ხელშეკრულების პირობების თანახმად;

5.1.3. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამხმარე – მომსახურებით.

5.2. მომხმარებლის ვალდებულებები:

5.2.1. მიიღოს და ისარგებლოს სკუტერი ხელშეკრულების, ავტორიზებული აპლიკაციის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოს სკუტერის ჩვეულებრივი გამოყენება;

5.2.2. გამოიყენოს სკუტერი პირადად და უზრუნველყოს, რომ მესამე პირებს არ ექნებათ წვდომა ან/და შესაძლებლობა მართონ ან/და სხვაგვარად გამოიყენონ სკუტერი;

5.2.3. გამოიყენოს სკუტერი მხოლოდ ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრულ ტერიტორიაზე;

5.2.4. ისარგებლოს სკუტერით მხოლოდ პირადი მიზნებისთვის; მისი ნებისმიერი კომერციული/სამეწარმეო საქმიანობის გამოყენების შეზღუდვით;

5.2.5. არ დაუშვას სკუტერის არაუფლებამოსილი გამოყენება;

5.2.6. ქირაობის დასრულების შემდეგ, უზრუნველყოს სკუტერის დაბრუნება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო ქირაობის დაწყებისას;

5.2.7. სკუტერით სარგებლობისას, უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სკუტერის სათანადო გამოყენება და დაუბრუნოს მეიჯარეს ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

5.2.8. ქიქშეარინგი მომსახურების სარგებლობისას, ნებისმიერ დროს, დაიცვას და შეასრულოს საგზაო მოძრაობის წესები;

5.2.9. უზრუნველყოს, რომ ავტორიზებულ აპლიკაციასთან წვდომა და გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ მომხმარებელს, მესამე პირებზე ნებისმიერი ინფორმაციის (მომხმარებლის სახელი/პაროლი, სხვა) გაცემის აკრძალვით;

5.2.10. პერსონალურ ინფორმაციის, საკონტაქტო და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ან/და მეიჯარისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე მეიჯარეს;

5.2.11. ნებისმიერი საგზაო შემთხვევის, სადაზღვეო პოლისში მითითებული ან/და სხვა ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სკუტერის, ან მისი ნაწილის ან/და მასში განთავსებული ნებისმიერი დოკუმენტის და მოწყობილობის ან/და მომხმარებლის ან/და სკუტერიში მყოფი მესამე პირის დაზიანება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მეიჯარეს ან პოლიციას, კანონის ან მეიჯარის მოთხოვნის შემთხვევაში;

5.2.12. მომხმარებლის მიერ ქიქშეარინგიმომსახურებით სარგებლობის დროს ნებისმიერი გარე ჩარევის შემთხვევაში, მათ შორის კერძო პირების ან/და საჯარო მოხელეების მიერ, მომხმარებელი ვალდებულია, ამის თაობაზე დაუყონებლივ შეატყობინოს მეიჯარეს და არ ჩაერთოს რაიმე სახის დიალოგში ან სხვა სახის კომუნიკაციაში ასეთ პირებთან, მეიჯარის პირდაპირი თანხმობის გარეშე;

5.2.13. ქირაობის დაწყებისას, მომხმარებელი შეამოწმებს მუხლი 1-ში განსაზღვრულ დოკუმენტების და მოწყობილობების სისრულეს და მწყობრში ყოფნას; ნებისმიერი შეუსაბამობის ან არარსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ შეატყობინებს მეიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქმედება მომხმარებლის მხრიდან განიმარტება, როგორც დაწყების მომენტში დოკუმენტების და მოწყობილობების სრულად არსებობა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებული იქნება აანაზღაუროს ნებისმიერი ხარჯი მეიჯარეს, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი დოკუმენტის და მოწყობილობის შეცვლას ან/და შეკეთებას ან/და გამოცვლასთან და ასევე, ფიქსირებული საკომისიო 100 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება ჩამოჭრას მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის დამატებითი თანხმობის გარეშე;

5.2.14. ჩამოწერის გზით გადაიხადოს ავტორიზებული აპლიკაციით განსაზღვრული ქიქშეარინგის მომსახურების ტარიფი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პლასტიკური ბარათი ან/და საბანკო ანგარიში გაუქმდება/დაკარგავს ძალას/გახდება ბათილი ნებისმიერი მიზეზით ან მეიჯარე ვერ ახერხებს ტარიფის ან სხვა გადასახადების ჩამოწერას, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ, არაუგვიანეს ასეთი გარემოების დადგომიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს მეიჯარეს ასეთი გარემოების დადგომის შესახებ და ჩაანაცვლოს ან მიაწოდოს მეიჯარეს ალტერნატიული საბანკო ანგარიში ან/და პლასტიკური ბარათი შემდგომი ჩამოწერისთვის. პლასტიკური ბარათის ან/და საბანკო ანგარიშის გაუქმება არ გამორიცხავს მეიჯარის უფლებას მოთხოვოს მომხმარებელს ნებისმიერი გადასახადების/დავალიანების დაფარვა, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორებით. მეიჯარე, ერთპიროვნული დისკრეციის ფარგლებში, უფლებამოსილია აირჩიოს ზემოთ ჩამოთვლილი შეგროვების ნებისმიერი მეთოდი. ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მეიჯარის მიერ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ნებისმიერი მიზეზით გადასახდელი ტარიფის ან/და სხვა გადასახადის შეგროვების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ ასეთი არ არის გამოწვეული მეიჯარის უმოქმედობის გამო, მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომას მისი მოთხოვნის და სხვა დაკავშირებული ხარჯების გადახდევინების მიზნით (მათ შორის სახელმწიფო მოსაკრებლები, ნოტარიუსის გადასახადი, იურიდიული მომსახურების ფასი, აღსრულების მოსაკრებელი და მეიჯარის მიერ გაღებული სხვა ხარჯები);

5.2.15. მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს მეიჯარისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი, მათ შორის, სადაზღვეო პოლისით განსაზღვრული დაუზღვეველი რისკი, ფრანშიზა, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით ან/და სკუტერის ან/და მომხმარებლის მიერ ქიქშეარინგის მომსახურებით სარგებლობის დროს გამოწვეული ან/და სკუტერის ან/და წარმოშობილი ზიანი.

5.2.16. მომხმარებელი არ გამოიყენებს რაიმე მოწყობილობას ან/და აღჭურვილობას ან/და არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ვებ-გვერდის, ავტორიზებული აპლიკაციის ან/და სკუტერის ან/და ნებისმიერი სკუტერში დამონტაჟებული მოწყობილობის/აღჭურვილობის იმგვარ გამოყენებას ან/და ქმედებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს/ხელს შეუშლის სკუტერის ადგილმდებარეობის დადგენას, უსაფრთხოების შემოწმებას ან/და კონტროლს;

5.2.17. ქირაობის დასრულების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, შესაბამისი საგზაო მოძრაობის წესებისა და შესაბამის ქიქშეარინგის მომსახურების ტერიტორიაზე მოქმედი წესების დაცვით, სკუტერი დატოვოს ისეთ არენდისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილზე, რომელიც მეიჯარისთვის შესაძლებელს გახდის განსაზღვროს მისი ადგილმდებარეობა, რომელიც არ გამოიწვევს მეიჯარისათვის დამატებითი საფასურის ან/და გადასახადების ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებას; აკრძალულია სკუტერის დატოვება ნებისმიერ სხვა ადგილზე, გარდა პარკირების ზონისა, მათ შორის კერძო/საჯარო პარკირების ზონებისა; ამ ვალდებულების დარღვევა ანიჭებს მეიჯარეს უფლებამოსილებას დააკისროს მომხმარებელს ერთჯერადი ჯარიმა არაუმეტეს 50 ლარისა და აკისრებს მომხმარებელს პასუხისმგებლობას გადაიხადოს ნებისმიერი სხვა ყველა გადასახადი, რაც წარმოიშვა სკუტერის პარკირების წესების დარღვევისაგან;

5.2.18. ქიქშეარინგის მომსახურების გამოყენებისას, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის ფუნქციონირება და მუდმივი კავშირი ელექტრონულ მოწყობილობას, ინტერნეტსა და ავტორიზებულ აპლიკაციას შორის;

5.3. მეიჯარის უფლებები:

5.3.1. მეიჯარე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

5.3.2. მეიჯარე უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს მომხმარებლის შემდგომი ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მიზნით, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია ან/და ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მიწოდებულია მომხმარებლის მიერ მეიჯარისთვის. ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის ან/და მომხმარებლის ნებისმიერი სხვა ინფორმაციის/დოკუმენტის შემოწმების ან/და მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნით, მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებლისგან ან/და ნებისმიერი პირის/სახელმწიფო ორგანოდან დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტი;

5.3.3. ხელშეკრულებისა და ავტორიზებული აპლიკაციის თანახმად, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწეროს მომსახურების ტარიფი ან/და ნებისმიერი ხარჯი ან/და გადასახადები, რომელიც უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა ხელშეკრულების ან/და ავტორიზებული აპლიკაციის თანახმად;

5.3.4. მეიჯარე უფლებამოსილია, ჰქონდეს თავისუფალი და შეუზღუდავი წვდომა სკუტერის ადგილმდებარეობის განსაზღვრის, უსაფრთხოების, შემოწმებისა და კონტროლის მიზნით, მონიტორინგი გაუწიოს სკუტერის ან/და მომხმარებელს ან/და მესამე პირებს სკუტერიში;

5.3.5. მეიჯარე უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეაჩეროს მომხმარებლის წვდომა ავტორიზებულ აპლიკაციას ან/და ქიქშეარინგის მომსახურებასთან ნებისმიერ დროს ან/და შეწყვიტოს ავტორიზაცია/რეგისტრაცია;

5.3.6. მეიჯარე უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება/დამატება ხელშეკრულებაში, ავტორიზებულ აპლიკაციაში, დანართში და ქიქშეარინგით მომსახურებაში;

5.3.7. მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია კუმულატიურად ან/და ალტერნატიულად გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი ან/და განახორციელოს ნებისმიერი შემდეგი ქმედება: (ა) შეამოწმოს მომხმარებლის ქმედებების შესაბამისობა ხელშეკრულებასთან; (ბ) აღკვეთოს, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ ქიქშეარინგით მომსახურების გამოყენება; (გ) შესაბამის კერძო პირებს ან/და სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შესახებ, (დ) დააკისროს და ჩამოწეროს მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ნებისმიერი გადასახადი, მათ შორის ტარიფი, კერძო, საჯარო ან/და მუნიციპალური გადასახადი, ჯარიმა, პირგასამტეხლო, ფრანშიზა, დაუზღვეველი რისკი და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც დაეკისრა მომხმარებელს ან/და მეიჯარეს, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ან/და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს მეიჯარემ მესამე პირების/სახელმწიფოს წინაშე ან/და რაც დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული თანხების ჩამოწერასთან. ზემოაღნიშნული უფლებების განსაზღვრა არის მეიჯარის დისკრეცია და მოიცავს უნაღდო ანგარიშსწორებას და სხვა მეთოდებს, რომელიც გამოიყენება პრაქტიკაში; (ე) ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

5.3.8. საგზაო შემთხვევისას, სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების (პოლიცია) მიერ მომხმარებლის ბრალეულობის დადასტურდების შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას პლასტიკური ბარათიდან; მომხმარებელი ასევე ვალდებულია აანაზღაუროს საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.

5.4. მეიჯარის ვალდებულებები:

5.4.1. მიაწოდოს ქიქშეარინგის მომსახურება ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

5.4.2. მიაწოდოს მომხმარებელს სკუტერი ავტორიზებულ აპლიკაციაში მითითებულ ადგილას და მდგომარეობაში;

5.4.3. შეატყობინოს მომხმარებელს ქიქშეარინგის მომსახურების ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება.

6. ტარიფი, სხვაგადასახადებიდაგადახდისპირობები

6.1. ქიქშეარინგის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება ავტორიზებულ აპლიკაციაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს.

6.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ქიქშეარინგის იჯარით გადაცემის მომსახურების საფასური გადაიხადოს მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი პლასტიკური ბარათით, რომლის მონაცემებიც მომხმარებლის მიერ შეყვანილია ავტორიზებულ აპლიკაციაში.

6.3. იმისათვის რომ განხორციელდეს პლასტიკური ბარათის დაკავშირება ავტორიზებულ აპლიკაციასთან, მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს შესაბამისი პლასტიკური ბარათის მონაცემები ავტორიზებულ აპლიკაციაში და მონიშნოს ღილაკი „ბარათის დამახსოვრება შემდეგი გადახდებისათვის”.

6.4. ტარიფის გადახდა ხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მომხმარებლის ავტორიზებულ აპლიკაციაში გააქტიურებამდე, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოაწეროს დაბრუნებადი მინიმუმი თანხა – 7 (შვიდი) ლარი პლასტიკური ბარათის გადამოწმების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მეიჯარე ვერ ახორციელებს ტარიფის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერას მეიჯარე უფლებამოსილია მიმართოს შეგროვების სხვა ხერხებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება, ა.შ.

6.5. იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე ვერ ახერხებს ტარიფის ჩამოწერას, გადახდის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.6. მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს ნებისმიერი კერძო, საჯარო ან/და მუნიციპალური გადასახადი, ხარჯი, ჯარიმა, პირგასამტეხლო, ფრანშიზა, დაუზღვეველი რისკის ხარჯი და სხვა თანხა, რომელიც მეიჯარის მიერ არის გადახდილი, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც ირიბად დაკავშირებულია მომხმარებლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ასეთი თანხების გადახდა განხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერის გზით. მომხმარებელი ანიჭებს მეიჯარეს შეუზღუდავ უფლებას ჩამოწეროს ასეთი თანხები მისი საბანკო ანგარიშიდან დამატებითი შეტყობინების გარეშე. მეიჯარის მიერ ამ თანხების ჩამოწერის გზით მიუღებლობის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია მიმართოს ანგარიშსწორების სხვა მეთოდებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება და ა.შ.

6.7. იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე ვერ ახერხებს 6.4 მუხლით განსაზღვრული თანხების მიღებას, გადახდის ვადიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.8. მეიჯარის საბანკო ბარათიდან თანხის არასწორი ჩამოჭრის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება აქვს დაუკავშირდეს გამქირავებელს საკუთარი ხელმოწერილი განცხადებით,კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმით,თანხის ანაზღაურების მიზნით, შეცდომის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებასთან (ჩეკების/ქვითრების, ანგარიშის შესახებ), აგრეთვე პასპორტის ასლით.

გამქირავებელი განცხადების მიღების დღიდან,არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა გააგზავნის მას პარტნიორ ბანკში, თუ გამსესხებლის სახსრების დებეტი არ განხორციელდა ხელშეკრულების პირობებისა და მომსახურების გამოყენების შესახებ დოკუმენტების შესაბამისად. კომპანიასთან შეთანხმებით,გამგეობის მიერ შესაბამისი განცხადება შეიძლება გაიგზავნოს გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ფოსტაზე, მის ანგარიშში მითითებული,მესაკუთრის საფოსტო მისამართიდან.

განცხადებაში, თანხის დაბრუნება ხდება განაცხადში მითითებული პარტნიორი ბანკის მიერ,30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ, როდესაც პარტნიორი ბანკი იღებს განაცხადს მასზე თანდართული დოკუმენტაციით.

სახსრების დაბრუნების წესი რეგულირდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესებით. ფულის დაბრუნება ნაღდი სახით დაუშვებელია.

7. პერსონალურიინფორმაცია

7.1. მომხმარებელი იძლევა თანხმობას, ქიქშეარინგის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, გადასცეს მეიჯარეს მისი პერსონალური ინფორმაცია, შემდეგში მისი შემოწმების, შენახვისა და დამუშავების მიზნით.

7.2. ხელშეკრულების 8.1 მუხლით განსაზღვრული თანხმობა განიმარტება, როგორც მეიჯარისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობებით.

7.3. მომხმარებლის თანხმობა მეიჯარის მიერ მისი პერსონალური ინფორმაციის და ასევე, მომხმარებლის მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაციის მიღების, შენახვის, დამუშავების და შემოწმების თაობაზე ძალაში რჩება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

8. კონფიდენციალურიინფორმაცია

8.1. ხელშეკრულების მიზნებისთვის, კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც (ა) მეიჯარემ შეიძლება მოიპოვოს, მიიღოს (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან მის შემდეგ) ქიქშეარინგის მომსახურებასთან ან/და მომსახურების გამოყენების პროცესთან ან/და ავტორიზებულ აპლიკაციასთან დაკავშირებით ან/და (ბ) დაკავშირებულია ხელშეკრულების შინაარსთან (ან ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ ნებისმიერ ხელშეკრულებასთან), ავტორიზებულ აპლიკაციასთან და დანართებთან.

8.2. ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური, თუ (ა) იგი გახდა საჯაროდ ცნობილი ნებისმიერი სხვა გზით, გარდა ამ ხელშეკრულების დარღვევისა.

8.3. მეიჯარე ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას, გარდა (ა)კანონის ან სახელმწიფო ან სხვა მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით, როდესაც მეიჯარე გამჟღავნების მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების ასლს მიაწვდის მომხმარებელს და განახორციელებს ყველა საჭირო ცვლილებას და დამატებას, რაც მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ და რაც არ ეწინააღმდეგება მეიჯარის ვალდებულებებს; ან (ბ) ნებისმიერ საგადასახადო ორგანოს წინაშე მხარის საგადასახადო ანგარიშგების მიზნებისთვის; (გ) თუ ინფორმაცია საჯარო ხდება საჯარო წყაროდან.

8.4. მეიჯარე უფლებამოსილია, მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებისთვის, ქიქშეარინგის მომსახურების სრულყოფისა და შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, გაამჟღავნოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია. მეიჯარის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება არ მიიჩნევა კონფიდენციალურობის დარღვევად, თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება იმავე პირობების დაცვით რაც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

8.5 კონფიდეციალურობის დარღვევად არ ჩაითვლება, ჩამოწერის განხოციელების მიზნით ან/და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მეიჯარის მიერ ადგილობრივი ან/და უცხოური კომერციული ბანკის/საფინანსო ინსტიტუტისათვის, თაღლითურ ტრანზაქციებად განცხადებულ ან/და გასაჩივრებული ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.

9. შეტყობინებები

9.1. ამ ხელშეკრულებიდან ან/და ქიქშეარინგის მომსახურებიდან გამომდინარე ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც მეიჯარის მიერ ეგზავნება მომხმარებელს გაიგზავნება ელექტრონულ მოწყობილობაზე დარეკვით/მოკლეტექსტური შეტყობინების ან/და ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით.

9.2. მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება და შესაბამისი ინფორმაცია/პირობები/მოთხოვნები ხდება სავალდებულო მომხმარებლისთვის, იმ მომენტიდან, როდესაც მეიჯარე გაუგზავნის ასეთ შეტყობინებას მომხმარებელს.

9.3. ყოველგვარი ეჭვის არიდების მიზნით, მეიჯარე უფლებამოსილია კუმულატიურად ან ალტერნატიულად აირჩიოს და გამოიყენოს შეტყობინების ნებისმიერი მეთოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებიდ ან/და საქართველოს კანონმდებლობით.

9.4. ამ ხელშეკრულების ან/და ქიქშეარინგის მომსახურების მიზნებისათვის, მეიჯარისთვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება გაგზავნილი უნდა იყოს მომხმარებელი მეიჯარის ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე შესაბისი ფორმით. მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნევა ჩაბარებულად, მეიჯარის მიერ ასეთი შეტყობინების დადასტურების მომენტიდან.

10. ხელშეკრულებისვადა

10.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ავტორიზებულ აპლიკაციაში ქიქშეარინგის მომსახურების ხელშეკრულებაზე დათანხმების მომენტიდან და ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.

10.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ავტორიზებულ აპლიკაციაში ავტორიზაციის გაუქმებით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს შეწყვეტის თარიღზე არსებული ტარიფი და ყველა სხვა გადასახადი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასეთი გადასახადები ჩამოწეროს ხელშეკრულების 6.4 და 6.5 მუხლებში განსაზღვრული ნებისმიერი მეთოდით.

10.3. მეიჯარე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, ავტორიზაცია/რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შეწყვეტა არ ზღუდავს მეიჯარის უფლებას მოითხოვოს მომხმარებლის მიერ ყველა ვალდებულების შესრულება და უფლებამოსილია, დააკისროს/შეაგროვოს ტარიფი დ სხვა გადასახადები, რომელიც არსებობს შეწყვეტის თარიღის მიხედვით.

10.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დებულებები და ვალდებულებები, რომელიც წარმოშობილია მისგან, რომელიც გრძელდება ხელშეკრულების მოქმედების მიუხედავად, რჩება ძალაში მითითებული ვადით. შესაბამისი ვადის არარსებობის შემთხვევაში, ასეთი დებულებები ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით.

11. ცვლილება

11.1. მეიჯარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნით ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულება. თუ მომხმარებელი არ შეწყვეტს ხელშეკრულებას, აღნიშნული უთანაბრდება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების ცვლილების მიღებას.

11.2. ავტორიზებული აპლიკაციის ან/და დანართის ან/და სხვა დოკუმენტის ცვლილება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად და განიხილება, როგორც ხელშეკრულების ცვლილება.

12. ფორს–მაჟორი

12.1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა (ფორს-მაჟორი), რომლის არსებობის ან წარმოშობის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. ამასთან, მხარე, რომელიც აცხადებს ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შესახებ, ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ იმ მოცულობით და იმ ვადით, რომლითაც აღნიშნული ვალდებულებების განხორციელება შეფერხებულია ფორს-მაჟორული გარემოებებით და არ უნდა გათავისუფლდეს ხელშეკრულებით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ისეთი ვალდებულებისგან, რომელსაც არ აფერხებს ფორს-მაჟორული გარემოებები.

12.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ):

  • სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა.);
  • გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, ტერორისტული აქტი, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, ტერორისტული აქტი, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;

12.3. ზემოთ აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული ფაქტები უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი დადასტურება არ მოითხოვება, თუ საქმე ეხება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს.

12.4. ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.

12.5. ფორს-მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა). თუ ასეთი შეტყობინება არ იქნება გაკეთებული 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მხარეს უფლება არ აქვს პასუხისმგებლობის განგანთავისუფლების მიზნით მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუკი შეტყობინების არ გაგზავნა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით.

13. მარეგულირებელიკანონმდებლობადადავებისგადაწყვეტა

13.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

13.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება ან დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მხარეები თანხმდებიან და აცხადებენ დასტურს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეიჯარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 მუხლის თანახმად.

14. სხვადასხვა

14.1. ხელშეკრულების დებულებებს გააჩნიათ უპირატესი ძალა მხარეთა შორის იმავე საგანზე არსებულ ნებისმიერ მოლაპარაკებასა თუ შეთანხმებაზე.

14.2. თუ სხვაგვარად არ არის გამომდინარეობს კონტექსტიდან, მხოლობითში გამოყენებული სიტყვები მოიცავს მრავლობით და მრავლობითში – მხოლობითს.

14.3. სადაც გამოყენებულია, სიტყვები შეიცავს, მათ შორის ან კერძოდ, მიჩნეულია რომ ამ სიტყვებს მოსდევს „არა მხოლოდ “.

14.4. ხელშეკრულებაში გამოყენებული სათაურები ემსახურება ხელშეკრულების აღქმის გაადვილებას და არ შეიძლება გავლენა იქონიოს ხელშეკრულების ფორმასა და განმარტებაზე.

14.5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ნებისმიერი მუხლი ან დებულება ნებისმიერ დროს გახდება ბათილი ან უკანონო, ასეთი ბათილობა ან უკანონობა არ გამოიწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან სხვა ნაწილის ბათილობას და უკანონობას.

14.6. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და განთავსებულია მეიჯარის ვებ. გვერდზე. ენებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენას